სიახლეები



 : დუისის კომპიუტერული კურსის 2010 წლის პიორველ გამოშვებაში (მარტი, აპრილი,-მაისის პერიოდში) ირიცხებოდა 61 მოსწავლე, გამოცდაზე გავიდა -40, სერტიფიკატი აიღო -30 მოსწავლემ, ხოლო ომალოს კომპიუტერული ცენტრის პირველ გამოშვებაში (აპრილი, მაისი, ივნისის პერიოდში) ირიცხებოდა 27 მოსწავლე, გამოცდაზე გავიდა და შესაბამისად სერტიფიკატი აიღო-21 მოსწავლემ.  გამოცდას ესწრებოდნენ თელავის უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებელი სიმონ ოხანაშვილი, კრგფ–ს დირექტორი–თამარ ბექაური, დირექტორის ასისტენტი-დიანა ჭარელიძე და კოორდინატორი–ფატი ბორჩაშვილი.      
ომალო



სურათებზე აღბეჭდილია გამოცდის მსვლელობა ორივე კომპიუტერულ ცენტრში _______________________________________________________________________


 : 2010 წლის 1 ივნისს დაიწყო კონკურსი „მე ომბუდსმენი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და მისი სპონსორია ევროკავშირი და კომპანია „ჰიუმან დაინამიქსი“. სახალხო დამცველის მიერორგანიზებული კონკურსი 13-18 წლის ახალგაზრდებისთვის შედგება 3 რაუნდისგან. გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან სოლიდური პრიზებით. ამ კონკურსში დუისის სასწავლო ცენტრიდან მონაწილეობა მიიღო ხუთმა გუნდმა (15 მოსწავლე). მათ წარმატებით გადალახეს პირველი რაუნდი და ელოდებიან მეორე რაუნდი ს შედეგებს.
__________________________________________________________________________ 


: 2010 წლის ივნისში სოფელ დუისში მოხდა საინფორმაციო ტექნოლოგიების შემსწავლელი კურსების ახალი ჯგუფების დაკომპლექტება. მიღებულ იქნა 65 მოსწავლე, ხოლო სოფელ ომალოში ივლისის თვის დასაწყისში-28 მოსწავლე. ორივე სასწავლო ცენტრში სექტემბრის ბოლოს კურსის დამთავრების შემდეგ მოხდება საუკეთესო მოსწავლეების საპრეზენტაციო ნამუშევრების კონკურსი. გამარჯვებული მოსწავლეების ნამუშევრებს შემოგთავაზებთ გალერეაში. 
_________________________________________________________________________


გორი
 : 2010 წლის 23 ივლისს გორში, კერძოდ კარალეთის დასახლებაში -საზოგადოებრივი კომუნიკაციების ცენტრში ჩატარდა შემდეგი ორგანიზაციების შეხვედრა  :გლუკი, ვორლდ ვიჟენი და კრგფ. შეხვედრის მიზანი იყო ორივე რეგიონში (გორი და პანკისი) CTA პროექტის ეფექტური განხორციელების დასახვა და სასარგებლო ინფორმაციების გაცვლა. დევნილი და ლტოლვილ  ბავშვებთან სწავლების სპეციფიურობისა და ბენეფიციარების შემდგომი დასაქმების პრობლემების განხილვა.
გორი
    შეხვედრაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შემდეგი შეხვედრა შემდგარიყო პანკისში 25 ოქტომბერს. აღსანიშნავია რომ ამ შეხვედრას დუისის სასწავლო ცენტრმა დაამთხვია კომპიუტერის კურსდამთავრებული ბავშვების საპრეზენტაციო თემების კონკურსი , რითაც კიდევ ერთხელ საშუალება მიეცემათ სტუმარ–მასპინძელ ორგანიზაციებს CTA გამოცდილებების გაზიარების.


_______________________________________________________________________ 


 : 2010 წლის 28 სექტემბერს დუისის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრში  ჩატარდა ორივე (დუისი და ომალოს) ისტ–ის შემსწავლელი კურსების (II გამოშვება) გამოცდა . გამოცდას ესწრებოდნენ გლუკის ახმეტის ოფისი ხელ–ლი კოკი ფერაძე, თელავის უნივერსიტეტის ინფორმატიკის პროფესორ–მასწავლებელი –სიმონ ოხანაშვილი და კრგფ–ს აღმ. დირექტორი –თამარ ბექაური. მოსწავლეებმა აჩვენეს ინოვაციური ტექნოლოგიების საკმაოდ კარგი ცოდნა, რისი დასტურიც იყო მათ მიერ მომზადებული საპრეზენტაციო თემები. გამოცდის მონაწილე სტუდენტების სურვილით გადაირჩა 8 საუკეთესო  საპრეზენტაციო ნამუშევარი, რომლის შიდა საკონკურსო მე–2 ტური ჩატარდება 20 ოქტომბერს დუისის სასწავლო ცენტრში. ხოლო გამარჯვებული 3 თემა კი გატანილი იქნება 25 ოქტომბერს დაგეგმილ UNHCR ის CTA პროექტის შეხვედრაზე.
   ვუსურვებთ მათ წარმატებებს.

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
 :   2010 წლის 20 ოქტომბერს დუისის საზოგადოებრივ ცენტრი ჩატარდა კონკურსის II ტური სახელწოდებით "საუკეთესო საპრეზენტაციო თემა", რომელშიც როგორც ზემოთ მოგახსენეთ მონაწილეობა მიიღო   8 ბავშვმა, რომელთაც ასევე წარმატებით გაიარეს CTA სამთვიანი კურსი. კონკურსს ესწრებოდნენ თელავის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ბატონი სიმონ ოხანაშვილი და გიორგი ბეჟანიშვილი, ასევე UNHCR ახმეტის ოფისი ხელ-ლი კოკი ფერაძე, კრგფ-ს აღმასრულებელი დირექტორი-თამარ ბექაური, კრგფ-ს ფინანსური მენეჯერი-ბესო ხოხობაშვილი. ბავშვებმა ბრწყინვალედ წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები, რომელთაგანაც საბოლოოდ შეირჩა 4 გამარჯვებული თემა. საპრიზო თემების ავტორები არიან :მარხა მარგოშვილი, ინგა ქავთარაშვილი, დათო ბაღაკაშვილი და ზარემა წინწალაშვილი.  აღსანიშნავია რომ კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო სერტიფიკატი ჟიურის კომისიის მიერ, ხოლო გამარჯვებული 4 თემის ავტორი კი პრეზენტაციით წარსდგება  25 ოქტომბერს გლუკის მიერ საგანგებოდ  ორგანიზებული გორი-პანკისის CTA შეხვდრაზე დუისის საზოგადოებრივ ცენტრში. 
        რვავე პრეზენტირებული თემა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი გვერდის გაერეაში.