ჩვენი რუბრიკა

ბავშვი კომპიუტერთან 

     დღეს თითქმის ყველა ბავშვისთვის კომპიუტერი უკვე ჩვეულებრივი ნივთია. ის მას აღარ აოცებს, შეიძლება ითქვას, როგორც კვლევის ობიექტს ისე უყურებს. მშობლებს კი როგორც წესი, ბავშვის კომპიუტერით გატაცება, მასთან ხანგრძლივი დროის გატარება, ხშირ შემთხვევაში უფრო გვაღელვებს, ვიდრე გვახარებს. 
   სპეციალისტები გვირჩევენ, რომ 6 წლამდე ბავშვი კომპიუტერთან 10-15 წუთზე მეტხანს არ უნდა იმყოფებოდეს. თანაც ყოველდღე არა. 7-8 წლის ასაკში შეზღუდვა 30-40 წუთს შეადგენს. 11 წლის რომ გახდება შეიძლება საათნახევარიც დავსვათ. თან შევამოწმოთ, ხომ არ ირეკლავს ეკრანი შუქს დიდი ფანჯრებიდან ან სინათლის მკვეთრი წყაროებიდან. ეკრანს დავაკვირდეთ მაშინ, როცა კომპიუტერი ჩართულია. თუ ეკრანზე შუქის მკვეთრი ანარეკლი ჩანს, აჯობებს ფარდა ჩამოვაფაროთ და შუქიც გამოვრთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შუქი ხელს შეუშლის გამოსახულების ხედვას. არ დაგვავიწყდეს კომფორტული ავეჯიც, თუ არ გვინდა, რომ ბავშვს კისერი და ზურგი ეტკინოს.  
   3 წლის პატარა შეგვიძლია გავართოთ განმავითარებელი კომპიუტერული თამაშებით. ეს საუკეთესო სტიმულია მეხსიერების და სწრაფი აზროვნების განვითარებისთვის. ასეთი თამაშების მთავარი გმირები ხომ უმეტესწილად კარგად ნაცნობი ზღაპრების და საყვარელი მულტფილმების პერსონაჟები არიან.  
ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ კომპიუტერი ბავშვის მხედველობას აზიანებს. ასეც არის, უფროს ადამიანსაც ხომ ეღლება თვალები კომპიუტერთან ხანრძლივი მუშაობის მერე. ჰოდა, გვახსოვდეს, რომ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. მაგრამ თუკი დროის ასაკობრივ ნორმებს დავიცავთ, არანაირი საფრთხე ჩვენი შვილების მხედველობას არ დაემუქრება. 
    ბებიები იმასაც ამბობენ, რომ კომპიუტერი რადიაციას ასხივებს. ბუნებრივია, რომელი მშობელი დასვამს თავის შვილს გამოსხივების წყაროსთან? თანამედროვე მონიტორები საერთოდ არაა რადიოაქტიური. 
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                                                                   ვირტუალურ   სამყაროში   ჩაძირულები


    ანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში, კომპიუტერულმა ტექნიკამ პირველი ადგილი დაიკავა. დროთა განმავლობაში გაიზარდა მისი მოთხოვნილება არა მარტო სამუშაო გამოყენების თვალსაზრისით, არამედ გაჩნდა ინტერნეტ-პროგრამები, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეუძლიათ ერთმანეთის გაცნობა და ურთიერთობა. თუ რამდენიმე წლის წინ ეს ყველაფერი ქართველი ახლგაზრდებისთვის ფუფუნება იყო, ახლა ეს უკვე მიუწვდომელი ოცნება აღარ არის. ნებისმიერი ასაკის, სქესის თუ მენტალიტეტის ადამიანი დღეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვირტუალურ ურთიერთობებს და რაც არ უნდა დაღლილი ან მოუცლელი იყოს, მაინც ახერხებს დაკავდესჩეთაობითდა ესაუბროს ნაცნობს თუ უცნობს ნებისმიერ თემაზე.
დღესდღეობით ყველაზე პოპულარულისაჩეთაოპროგრამა, საქართველოშიც და საზღვრებს გარეთაც .. “სკაიპია”. ზოგი მას საქმიანი ურთიერთობებისთვის იყენებს, ზოგიმეგობრებთან საურთიერთოდ და ზოგიც, გასართობად. არის შემთხვევები, როცა ინტერნეტით გაცნობილები დაოჯახებულან.
   სოფო ვერულაშვილი (ფსიქოლოგი): “ეს არის რეალური ურთიერთობების დეფიციტი, ახალგაზრდებში არსებული კომპლექსების არსებობა. დღესდღეობით ყველა ადამიანს აქვს ურთიერთობების მოთხოვნილება, თუმცა დღეს არა მარტო სოციუმში არსებული პრობლემების, არამედ მთელ ოჯახში არსებული პრობლემების და არასწორი აღზრდის გამო, ბავშვებს არ აქვთ ჯანსაღი ურთიერთობები გარემო. იმისთვის რომ მათ აინაზღაურონ ადამიანებთან ურთიერთობის მოთხოვნილება, სკაიპი ამის საუკეთესო საშუალებაა. ეს ფსიქოლოგიურად არ არის ჯანსაღი ფორმა, აქ ხდება მხოლოდ ერთი სახის კომუნიკაცია, როდესაც ჩვენ მარტო ტექსტით ვურთიერთობთ და შეიძლება ხმის ფაქტორი იყოს ჩართული.
  როდესაც ურთიერთობა რეალურად ჯანსაღად ხორციელდება, ადამიანებთან უშუალო ურთიერთობით იზრდება ადამიანი, იღებს გამოცდილებას, სწავლობს ამა თუ იმ ქცევის ფორმას და ახდენს კორექციას გარკვეულ შემთხვევაში, ეს ხდება უშუალო ურთიერთობით, სკაიპში ვერაფერს აიღებ მსგავსს, ეს არის ურთიერთობების დეფიციტი.
  კომპიუტერი, სკაიპი და კომპიუტერული თამაშები, ადამიანს უბიძგებს თავის თავში ჩაკეტილობაზე, იმ მოზრდილებსაც, რომლებიც დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან, როგორც ჩანს, თავის დროზე, არასაკმარისად გაიარეს სოციალიზაციის პროცესი და ამიტომ ახლა ურთიერთობენ სკაიპში, კომპიუტერი მათ ართმევს თავიანთი ცხოვრების რეალურ დროს. სკაიპის საშუალებით ზის ადამიანი სულ სახლში, არ გადის გარეთ და ამით ჯანსაღი ურთიერთობა რჩება გვერდზე. თუნდაც, მეგობარს, რომელსაც დიდი ხანია იცნობს ადამიანი, სკაიპით ეკონტაქტება ყოველ დღე, როდესაც რეალურად ხვდება მას, სალაპარაკო თემაც კი აღარ აქვს მასთან, რადგან კომპიუტერის მეშვეობით ისინი ერთმანეთს უკვე ესაუბრნენ თითქმის ყველა თემაზე, სკაიპის დიდი ხნით სარგებლობა და მასზე მიჯაჭვულობა, აშორებს ადამიანებს რეალურად ერთმანეთისგან.
   ადამიანს როდესაც აქვს დამოკიდებულობა და მიჯაჭვულობა კომპიუტერის მიმართ, ეს იგივე ფენომენია რაც ნარკომანიის შემთხვევაში, ეს არის ადამიანის პიროვნული სისუსტე, რომელსაც არ შეუძლია არ იყოს ვინმეზე ან რამეზე დამოკიდებული.
- ადამიანი თუ იბლოკება პიროვნულად რეალურ ურთიერთობაში?
- რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აქვს როგორც პლიუსი ასევე მინუსი. ამ კომუნიკაციების მეშვეობით შავდება ადამიანი რადგან, ის მოიკითხავს მონატრებულ ადამიანს ტელეფონით, სკაიპით და აღარ ნახულობს ხშირად ამით შავდება ურთიერთობა და ნელ-ნელა შორდება ახლობელს, რადგან რეალურად აღარ ნახულობენ ერთმანეთს ხშირად. სიტყვიერი ურთიერთობა და ხმოვანი კომუნიკაცია არ არის ჯანსაღი ურთიერთობა. მას მერე უჭირს ადამიანს ურთიერთობა, შეიძლება ეს სქესთა შორისი ურთიერთობა იყოს, როდესაც სკაიპში ხარ ძალიან თამამი, მაგრამ უშუალო ურთიერთობაში ვეღარ ახერხებ მასთან ურთიერთობას.
- რა შეიძლება ჩაითვალოს ასეთი ურთიერთობის დადებით მხარედ?
- როდესაც ადამიანი სამსახურით აქტიურად დაკავებული ხარ და ხანდახან დროის მენეჯმენტის თვალსაზრისით, სკაიპით შეიძლება გაესაუბრო ნაცნობ ადამიანს და ამით დაზოგო დრო, გაიგო ინფორმაცია და მოაგვარო რაღაც საქმე, მაგრამ როდესაც 24 საათი სკაიპი არის ადამიანის აზროვნებაში და მეტი არაფერი არ აინტერესებს მას, ეს არის არანორმალურობა.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                       ბიბლიოთეკების მომავალი

   საინტერესო შედარება არსებული და მომავალი ბიბლიოთეკების დანიშნულებისა:
   არსებული ბიბლიოთეკები ფოკუსირებულია წიგნებზე, ხვალინდელი ბიბლიოთეკები იქნებიან ფოკუსირებული მკითხველებზე;
   არსებული ბიბლიოთეკები ფოკუსირებულია ინფორმაციის მიღებაზე, ხვალინდელი ბიბლიოთეკები იქნებიან ფოკუსირებული ინფორმაციის შექმნაზე და გაზიარებაზე;
    არსებული ბიბლიოთეკები ფოკუსირებულია ინდივიდებზე, ხვალინდელი ბიბლიოთეკები იქნებიან ფოკუსირებული აქტიურ ჯგუფებზე;
    არსებული ბიბლიოთეკები ფოკუსირებულია ბეჭდვით მედიაზე, ხვალინდელი ბიბლიოთეკები იქნებიან ფოკუსირებული მულტიმედიურ პროექტებზე;
    არსებული ბიბლიოთეკების მთავარი ატრიბუტებია მაგიდები და თაროები, ხვალინდელი ბიბლიოთეკების მთავარი ატრიბუტები იქნება ონლაინ სერვისები და ელექტრონული რესურსები;
   არსებული ბიბლიოთეკები ფოკუსირებულია ინფორმაციის ძებნის სწავლებაზე, ხვალინდელი ბიბლიოთეკები იქნებიან ფოკუსირებული ინფორმაციის შეფასებისა და გამოყენების სწავლებაზე;
    არსებული ბიბლიოთეკები იმართებიან პროფესიონალი ბიბლიოთეკარებით, ხვალინდელი ბიბლიოთეკები სკოლის ყველა სუბიექტის მიერ იქნება შექმნილი და მართული;
   არსებული ბიბლიოთეკები ფოკუსირებულია წესებზე და წესრიგზე, ხვალინდელი ბიბლიოთეკები იქნებიან ფოკუსირებული კომფორტზე, სერვისებზე და ინდივიდუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––