KRDF კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი, რომელიც თავის საქმიოანობას ახორციელებს კახეთის  რეგიონში, კერძოდ , ახმეტის რაიონში-მოღვაწეობს შემდეგი მიმართულებებით:
  •  ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის ხელშეწყობა.
  • ბენეფიციარი მოსახლეობის პროფესიული გადამზადების ორგანიზება, დაფინანსება და ხელშეწყობა.
  •  ბენეფიციარი მოსახლეობის პროფესიული გადამზადების ორგანიზება, დაფინანსება და ხელშეწყობა.
  • ბიზნეს პროექტების განვითარება.
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევებისა და უცხო ენების შესწავლის ორგანიზება.
  • იურიდიული დახმარება.
  კრგფ - ის საქმიანობა საშუალებას აძლევს პანკისის ხეობაში ჩასახლებულ ჩეჩნეთიდან ლტოლვილ მოსახლეობას მოიპოვონ არსებობის დამოუკიდებელი წყარო, ხოლო ლტოლვილ და ადგილობრივ ახალგაზრდებს-მიიღონ პროფესიული განათლება.
 კრგფ დაარსდა 2008 წელს იმ მიზნით , რომ განეგრძო ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ განხორციელებული პროგრამები. 
 ფონდის საქმიანობა ხორციელდება გაეროს  ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (გლუკი) ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული დაფინანსება შეიცავს მნიშვნელოვან კომპონენტს ევროკომისიის  პროგრამიდან ”მიგრაცია და თავშესაფარი”.
  ფონდი განაგრძობს თანამშრომლობას ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოსთან, როგორც დამფუძნებელ ორგანიზაციასთან, "ინფორმაცია, კონსულტაცია და იურიდიული დახმარება” პროექტის ფარგლებში.
  ფონდი ასევე თანამშრომლობს პოლონეთის საელჩოსთან აღნიშნული საელჩოს მიერ განხორციელებული საქართველოს დახმარების  პროექტების ფარგლებში. 
20 ივნისი–ლტოლვილთა დღე
  პანკისის რეგიონის სოფელ დუისში ფუნქციონირებს შემდეგი საგანმანათლებლო და პროფესიული კურსები: სასკოლო საგნები (ქართული,ინგლისური, რუსული, გეოფრაფია, ისტორია, ზოგადი უნარ-ჩვევები) და კომპიუტერული ტექნოლოგიების, ბუღალტერიის, კულინარიის, ჭრა-კერვის, თექისა და სადურგლო კურსები. სოფელ ომალოში განხორციელებულია კომპიუტერული ტექნოლოგიების და ელექტრო საშემდუღებლო კურსები. ხოლო შუა ხალაწანში-მეფუტკრეობის კურსები. პროფესიული კურსების დამთავრების შედეგად მსმენელს საშუალება ეძლევათ წვლილი შეიტანონ კერძო მეურნეობის განვითარებაში ან დასაქმდნენ შესაბამის სფეროში. 
ჭრა-კერვის, თექისა და სადურგლოს კურსდამთავრებულები აქტიურად ღებულობენ მონაწილეობას სხვდასხვა რესპუბლიკურ თუ რეგიონალურ გამოფენებში. 

ომალო

   სოფელ დუისსა და ომალოში დღეისათვის ფუნციონირებს ორი კომპიუტერული სასწავლო ცენტრი. 2010 წლის დამდეგს ზემოთხსენებულ ცენტრები განახლდა ახალი კომპიუტერებით(13 კომპიუტერი), რის საფუძველზეც სწავლება გახდა სრულყოფილი.   ცენტრებში შეისწავლება WINOWS ის შემდეგი საოფისე პროგრამები: MS WORD, MS EXCEL, MS PAINT, MS POWER POINT. კურსის ხანგრძლივობა 3 თვე. პროგრამებს შეასწავლიან პედაგოგები ლალი ფანგანი და ვალიკო ბორჩაშვილი. აღსანიშნავია რომ კრგფ-ს აქვს ადებული ხელშეკრულება თელავის უნივერსიტეტთან, რომელთანაც შეთანხმებული იქნა სასწავლო პროგრამა და კურსის დასასრულს მსმენელების შეფასება ხდება ამ უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლების მიერ. შესაბამისად ხდება სერტიფიკატების გაცემა.     დუისი