20 ივნისი–ლტოლვილთა დღე |
პანკისის რეგიონის სოფელ დუისში ფუნქციონირებს შემდეგი საგანმანათლებლო და პროფესიული კურსები: სასკოლო საგნები (ქართული,ინგლისური, რუსული, გეოფრაფია, ისტორია, ზოგადი უნარ-ჩვევები) და კომპიუტერული ტექნოლოგიების, ბუღალტერიის, კულინარიის, ჭრა-კერვის, თექისა და სადურგლო კურსები. სოფელ ომალოში განხორციელებულია კომპიუტერული ტექნოლოგიების და ელექტრო საშემდუღებლო კურსები. ხოლო შუა ხალაწანში-მეფუტკრეობის კურსები. პროფესიული კურსების დამთავრების შედეგად მსმენელს საშუალება ეძლევათ წვლილი შეიტანონ კერძო მეურნეობის განვითარებაში ან დასაქმდნენ შესაბამის სფეროში.
ჭრა-კერვის, თექისა და სადურგლოს კურსდამთავრებულები აქტიურად ღებულობენ მონაწილეობას სხვდასხვა რესპუბლიკურ თუ რეგიონალურ გამოფენებში. ომალო |
სოფელ დუისსა და ომალოში დღეისათვის ფუნციონირებს ორი კომპიუტერული სასწავლო ცენტრი. 2010 წლის დამდეგს ზემოთხსენებულ ცენტრები განახლდა ახალი კომპიუტერებით(13 კომპიუტერი), რის საფუძველზეც სწავლება გახდა სრულყოფილი. ცენტრებში შეისწავლება WINOWS ის შემდეგი საოფისე პროგრამები: MS WORD, MS EXCEL, MS PAINT, MS POWER POINT. კურსის ხანგრძლივობა 3 თვე. პროგრამებს შეასწავლიან პედაგოგები ლალი ფანგანი და ვალიკო ბორჩაშვილი. აღსანიშნავია რომ კრგფ-ს აქვს ადებული ხელშეკრულება თელავის უნივერსიტეტთან, რომელთანაც შეთანხმებული იქნა სასწავლო პროგრამა და კურსის დასასრულს მსმენელების შეფასება ხდება ამ უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლების მიერ. შესაბამისად ხდება სერტიფიკატების გაცემა. დუისი
metad saintereso blogia...
ОтветитьУдалитьЭтот комментарий был удален автором.
ОтветитьУдалить